დაფუძნება და მიზანი

ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლი მიზანია პიროვნების საჭიროებებსა და ეთიკურ ღირებულებებზე დამყარებული სამედიცინო მომსახურების შეთავაზება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის მეთოდების გამოყენებით, რომელთა შემუშავება, დანერგვა და ხარისხის განვითარება ხორციელდება საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებასთან ურთიერთკავშირით.

ჰოსპიტალი საქართველოს რეალობაში იმ უიშვიათეს გამონაკლისს განეკუთვნება, რომელიც ჩამოყალიბებულია არამომგებიანი (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით და საქმიანობს საზოგადოების საკეთილდღეოდ. ამის გამოხატულებაა როგორც მრავალრიცხოვანი უსასყიდლო სკრინინგის პროგრამები, ისე ე.წ. არაკომერციული მიმართულებების განვითარება. მაგალითად, 2017 წელს ჩამოყალიბდა და უკვე რამდენჯერმე გაფართოვდა პალიატიური განყოფილება.

ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტმა ეტაპობრივად ჩაანაცვლა ანალოგიური სახელით მოქმედი შპს, რომელიც შეიქმნა შპს „კიბოს კვლევის ცენტრის - მარტინ . აბელოფის ლაბორატორიის (დაფუძნ. 2012 წლის 20 აპრილს) რეორგანიზაციისა და მასთან 2015 წლის სექტემბერში შპსჯეოკლინიკის“ შერწყმის საფუძველზე. 2017 წლის ოქტომბერში ჰოსპიტალს შპს „დავით გაგუას კლინიკისგან“ შეძენილი კიდევ ერთი დამოუკიდებლად მოქმედი საწარმოო ქვედანაყოფი შეუერთდა. შესაბამისად, ჰოსპიტალში 125-მდე გაიზარდა სტაციონარული საწოლების რაოდენობა.

2016 წლის 1 სექტემბრიდან გაერთიანდა ჰოსპიტლისა და უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მენეჯმენტი, რის შედეგადაც ჰოსპიტალს მედიცინის სკოლის დეკანი ხელმძღვანელობს.