კონსულტაციისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის ცენტრი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კონსულტაციისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს სამედიცინო და ფსიქოლოგიური კონსულტაციის სერვისებს.

სამედიცინო კონსულტაციისთვის სტუდენტს შეუძლია მიმართოს ცენტრის ექიმს ნებისმიერ დროს. ექიმი მათ გაუწევს საჭირო სამედიცინო კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში გადაამისამართებს შესაბამის სპეციალისტთან. სტუდენტებს უფასოდ მოემსახურება ექიმი თამარ კომლაძე, ნიუ ვიჟენ უნივერისიტეტის ეკოკამპუსში, ოთახი 401, 10:00-დან 15:00-მდე.

ხოლო ფსიქოლოგიური სერვისით სარგებლობისათვის სტუდენტმა უნდა შეავსოს აპლიკაცია და ორი დღით ადრე დაგეგმოს შეხვედრა. სტუდენტებს უფასო კონსულტაციას გაუწევს საქართველოსა და ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის წევრი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი სალომე მილორავა და კლინიკური ფსიქოლოგის მაგისტრი ანი რაინაული.

აღნიშნული ცენტრის ფსიქოლოგიური მომსახურება სტუდენტებს სთავაზობს სერვისებსა და ტრენინგებს, რომელთა მიზანია სტუდენტთა ემოციური კეთილდღეობის მიღწევა და აკადემიური წინსვლისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების ეფექტური მართვა. ცენტრი ქმნის უსაფრთხო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაზე ინდივიდუალური და კულტურული მახასიათებლების გათვალისწინებით.

ფსიქოლოგიური კონსულტაციისთვის ცენტრს უნდა მიმართოთ, თუ:

  • გაქვთ აკადემიური პრობლემები და რთულად ეგუებით ახალ საუნივერსიტეტო გარემოს;
  • გაქვთ დეპრესიისა და მარტოობის განცდა, ხართ დემოტივირებული;
  • განიცდით მწუხარებას და დანაკლისს;
  • გაწუხებთ ტრავმული გამოცდილება და მასთან დაკავშირებული მოგონებები;
  • გაქვთ პრობლემები ინტერპერსონალურ ურთიერთობებში;
  • გაწუხებთ სტრესი და შფოთვა;
  • გაქვთ თვითდაზიანებისა და სხვებისთვის ზიანის მიყენების სურვილი;
  • გაქვთ აკულტურაციასა და კულტურულ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული კითხვები;
  • სხეულის ხატის აღქმასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • არაჯანსაღი ნივთირებებისადმი დამოკიდებულება.

ცენტრის ფსიქოლოგი გთავაზობთ სერვისებს, რომლებშიც მკაცრად იქნება დაცული კონფიდენციალობის სტანდარტები, ეს სერვისებია:

  • ინდივიდუალური კონსულტაცია;
  • ჯგუფური თერაპია;
  • კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული ტრენინგები და ვორკშოპები.

კონტაქტი: counselling@newvision.ge

აპლიკაცია