ღონისძიებები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი წაახალისებს კურსდამთავრებულთა ჩართულობას ალუმნის საერთაშორისო საზოგადოების აქტივობებში. მათთვის ალუმნის ღონისძიებებში მონაწილეობა თანაკურსელებთან შეხვედრის, იმავე ღირებულებების მქონე, საინტერესო ადამიანების გაცნობისა და საერთო ინტერესების განხილვის საუკეთესო გზაა.

უნივერსიტეტი დაინტერესებულია კურსდამთავრებულთა მხარდაჭერით და მათ სხვადასხვა სახის სასარგებლო  მომსახურებასა და პროგრამას სთავაზობს. ისინი აკადემიურ ღონისძიებებში მონაწილეობით შეძლებენ ცოდნის გაღრმავებასა და ახალი გამოცდილების მიღებას. გარდა ამისა, კურსდამთავრებულთა სოციალური შეკრებები ხელს შეუწყობს მეგობრული ურიერთობის ჩამოყალიბებასა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისადმი ერთგულების გრძნობის გაძლიერებას. ნიუ ვიჟენ ალუმნის ასოციაციის ფარგლებში, კურსდამთავრებულებს ასპარეზი ეძლევათ ახალი იდეებისა და საკუთარი პროექტების განხორციელებისათვის. ისინი ასევე შეძლებენ ახალი სტუდენტების  გაცნობას, რომელთაც დაეხმარებიან პროფესიული მიმართულების განსაზღვრაში, მისცენ რჩევებს და გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. უნივერსიტეტი მოუწოდებს თითოეულ კურსდამთავრებულს აქტივობისა და აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობისაკენ.

ამერ ალ-რავასის საჯარო ლექცია - „ემოციური ლიდერობა“

ანდრეას უმლანდის საჯარო ლექცია „საქართველოს ექვსი მომავალი: უსაფრთხოების კონკურენტული სცენარები“

ამერ ალ რავასის ლექცია - „ანტრეპრენიორული აზროვნება“

ელიზაბეტ და თომას ბელენჩიას პრეზენტაცია

კატი და გრეგ ბონდების ტრენინგი მედიაციისა და ორგანიზაციებში კონფლიქტის მართვის შესახებ

მრგვალი მაგიდა კარიერული განვითარების შესახებ

გამოცდების სტრესის დაძლევა

ჯონ კინგის საჯარო ტრენინგი ფართო საზოგადოებისთვის

ახლო აღმოსავლეთის ლიდერობის აკადემიის თავმჯდომარის დოქტორ ამერ ალ რავასის საჯარო ლექციები

პიტერ ემერსონის შეხვედრა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან