სიახლეები

2018 წლის დიპლომების გადაცემის ცერემონია
22 ოქტომბერი 2018

20 ოქტომბერს, კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის რიგით მესამე ცერემონია გაიმართა. კურსდამთავრებულებმა უნივერსიტეტში გატარებული წლები გაიხსენეს, ისაუბრეს ახალ შესაძლებლობებსა და უნივერსიტეტთან კავშირის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. ცერემონიას წინა წლის კურსდამთავრებულებიც ესწრებოდნენ, რომელთაც თავის დროზე საფუძველი ჩაუყარეს ნიუ ვიჟენ ალუმნის იდეას. საღამო საზეიმო წვეულებით დასრულდა.