სიახლეები

2018 წლის გამარჯვებული „რა? სად? როდის?“ ბიზნესლიგის მოყვარულთა კატეგორიაში
4 იანვარი 2019

4 იანვარს, „რა? სად? როდის?“ ბიზნესლიგამ შეაჯამა 2018 წლის ტურნირების მონაწილე გუნდების შედეგები და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდმა მოყვარულთა კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.

უნივერსიტეტის გუნდი ბიზნესლიგას 2018 წლიდან შეუერთდა და რამდენიმე ტურნირში მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია, რაც საბოლოოდ სწორედ წლის გამარჯვებულის სტატუსის მოპოვებით დაგვირგვინდა.