სიახლეები

ამერ ალ რავასის ლექციები ხელოვნური ინტელექტისა და სამედიცინო ინფორმატიკის შესახებ
7 ივლისი 2018

5-6 ივლისს, ახლო აღმოსავლეთის ლიდერობის აკადემიის თავმჯდომარემ, დოქტორ ამერ ალ რავასმა მედიცინის სკოლის სტუდენტებისათვის ჩაატარა საჯარო ლექციები: „სამედიცინო ინფორმარმატიკა - მდგრადი ჯანდაცვის ეკონომიკა“ და „სოციოეკონომიკური ფაქტორების გავლენა ხელოვნურ ინტელექტზე.“

საჯარო ლექციების მიზანი მედიცინის განვითარებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების მზარდი როლის გაცნობიერება და ამ მიმართულებით ახალი სამაგისტრო პროგრამის შემუშავების მნიშვნელობის წარმოჩენა იყო.