სიახლეები

ახალგაზრდა პარასპორტსმენი დავით მეგრელიშვილი კორეაში გამართულ პარასპორტსმენთა მსოფლიო ბანაკში
16 ოქტომბერი 2019

ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციაციის ხელშეწყობით სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ პარასპორტსმენთა მსოფლიო ბანაკში მონაწილეობა მიიღო 15 წლის დავით მეგრელიშვილმა. იგი 10 დღიან ბანაკში მწვრთნელ ნინო ნინოშვილთან ერთად გაემგზავრა. დავითი ერთი წელია რაც მაგიდის ჩოგბურთში ვარჯიშობს. სეულში, მის მსგავსად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ 40-მდე ახალგაზრდა პარასპორტსმენს მიეცა საშუალება გამოცდილ პარასპორტსმენებთან ერთად ჩართულიყვნენ ფიზიკურ ვარჯიშში, შეეძინათ ახალი მეგობრები და ასევე გაცნობოდნენ ადგილობრივ კულტურას.

„საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაცია“  ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის მიერ დაფუძნდა 2017 წელს. ასოციაციაცია საქართველოში ბავშვთა პარასპორტისა და პარალიმპიური მოძრაობის განვითარებას უწყობს ხელს.