სიახლეები

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
2 თებერვალი 2018

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი უკვე მესამედ უერთდება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს. წელს უნივერსიტეტს სტუმრობდა ახალგაზრდა მწერალი, მთარგმნელი და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ჯობავა. მან უცხოელ სტუდენტებს წაუკითხა ნაწყვეტები თანამედროვე ავტორთა ნაწარმოებებიდან და ესაუბრა ქართული ლიტერატურული პროცესისა და საგამომცემლო სფეროში არსებული სიახლეების შესახებ. ასევე მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო საინტერესო დეტალები ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენის თაობაზე. ღონისძიებას სტუდენტებთან ერთად სხვა დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ.