სიახლეები

გაცვლითი პროგრამა ვილდაუს ტექნიკურ უნივერსიტეტთან
7 ნოემბერი 2019

სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის გამოცხადდა კონკურსი ვილდაუს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ბრანდერბურგი, გერმანია) გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. წარმატებული კონკურსანტები მიიღებენ სტიპენდიას 850 ევროს ოდენობით. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 15 ნოემბრამდე უნდა გამოაგზავნონ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე (ir@newvision.ge) თავიანთი რეზუმე (CV) და სამოტივაციო წერილი.