სიახლეები

გამოცხადდა სტატიების მიღება
9 ოქტომბერი 2018

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება აცხადებს კონკურსს სტატიების მიღებაზე ადვოკატთა პროფესიული ეთიკის საკითხების შესახებ. სტატია უნდა შეიქმნას შემდეგ თემატიკაზე: ადვოკათა პროფესიული ეთიკის სფეროში არსებული აქტუალური საკითხები ან ეთიკის კომისიის ან/და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების ანალიზი. წარმოდგენილი ნაშრომებიდან შერჩეული საუკეთესო კვლევები გამოქვეყნდება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ვებგვერდზე და დაიბეჭდება პროფესიული ეთიკის სტატიათა კრებულში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ოქტომბერი.

ნაშრომები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელქტრონულ ფოსტაზეlegalethicschair@newvision.ge