სიახლეები

კონსულტაციისა და ინტერგრაციის მხარდაჭერის ცენტრი ახალი შემადგენლობით აგრძელებს მუშაობას
5 ოქტომბერი 2018

კონსულტაციისა და ინტერგრაციის მხარდაჭერის ცენტრის მიზანია სტუდენტთა სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურება. დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ ექიმს ნებისმიერ დროს მიღების საათებში, ხოლო ფსიქოლოგიური დახმარებისათვის საჭიროა სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსება და შეხვედრის წინასწარ დაგეგმვა. ფსიქოლოგიური სერვისი სრულ კონფიდენციალობას იცავს და სტუდენტებს სთავაზობს როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ თერაპიას სურვილის შეთხვევაში.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.