სიახლეები

მწერალ ზაალ ჩხეიძის საჯარო ლექცია
7 ივნისი 2019

6 ივნისს, უნივერსიტეტის ეკოკამპუსში მწერალმა ზაალ ჩხეიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - „დიქტატურის ბრწყინვალება და სიღატაკე“.

მწერალმა მსოფლიო ლიტერატურის მაგალითზე დიქტატურის ბნელი მხარეების შესახებ ისაუბრა. ასევე იმსჯელა კრიტიკული აზროვნების წახალისებისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესში მხატვრული ლიტერატურის როლის შესახებ.

საჯარო ლექცია დისკუსიის ფორმატით წარიმართა, მასში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტები. შეხვედრა უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის ორგანიზებით გაიმართა.