სიახლეები

მიღება სამაგისტრო პროგრამებზე
16 აგვისტო 2019

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

☛ შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა

☛ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

☛ სამედიცინო რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის; ჯანდაცვის ან ბიოლოგიის მეცნიერებების მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი ან დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია სამედიცინო რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის);
  • საერთო სამაგისტრო გამოცდა;
  • საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობასა* და ინგლისურ ენაში (B2 დონე)**

* სპეციალობის გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 51%-ის მიღების შემთხვევაში;

**გამოცდა ინგლისურ ენაში ტარდება საჭიროების შემთხვევაში

 

სწავლის წლიური საფასური:

  • სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 2250 ლ.
  • სამედიცინო რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა - 2250 ლ.
  • ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა - 4500 ლ.

 

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი) ასლი;
  • ბაკალავრის დიპლომის (აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ ცნობის) ასლი;
  • 1 ფოტოსურათი;
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი (დეტალური ინფორმაცია დოკუმენტების სახეებთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე);
  • თუ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიღებული გაქვთ უცხო ქვეყანაში - მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • განაცხადის წარმოდგენა: არა უგვიანეს 10 სექტემბრის 24:00 საათისა;
  • ინგლისური ენის გამოცდა (საჭიროების შემთხვევაში): სპეციალობის გამოცდამდე, ნებისმიერ დროს სტუდენტის არჩევანის შესაბამისად, ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმებით, არა უგვიანეს 10 სექტემბრისა;
  • საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში: 11 სექტემბერი, 19:00;
  • გამოცდის შედეგებისა და პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატების გამოვლენა: 12 სექტემბერი;
  • სააპელაციო განაცხადების მიღება: 13 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება: 14 სექტემბერი;
  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია: არა უგვიანეს 20 სექტემბრისა.

 

სააპლიკაციო ფორმა

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: admissions@newvision.ge ან (+995 32) 242 4440