სიახლეები

მობილობა 2018
23 იანვარი 2018

მობილობით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2018 წლის 18 იანვრის 12:00 საათიდან 01 თებერვლის 18:00 სთ-მდე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე: https://students.eqe.ge/

სტუდენტები, რომლებიც სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული პორტალის საშუალებით მოიპოვებენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მობილობის უფლებას, უნივერსიტეტში უნდა გამოცხადდნენ 2018 წლის 06 თებერვლიდან 08 თებერვლის ჩათვლით.

დოკუმენტების მიღება:

06 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით.

გამოცდა უცხო ენაში (საჭიროების შემთხვევაში):

06 თებერვლიდან 09 თებერვლის ჩათვლით, ნებისმიერ დროს სტუდენტის არჩევანით.

გამოცდა სპეციალობაში (საჭიროების შემთხვევაში):

09 თებერვალი (შედეგები ცნობილი გახდება 10 თებერვალს).

 

კრედიტების აღიარების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროცესის მიმდინარეობის 

პარალელურად.

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენის ბოლო ვადაა 15 თებერვალი.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ფოტოსურათი;
  • საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი, რომლის საფუძველზეც პირი ჩაირიცხა დაწესებულებაში;
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ინგლისური ენის მინიმუმ „B2“ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დეტალური ინფორმაცია დოკუმენტების სახეობებთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე).