სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ERASMUS + საკონტაქტო სემინარზე
31 ოქტომბერი 2019

30-31 ოქტომბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ERASMUS+ საკონტაქტო სემინარში (International Credit Mobility), რომელიც მიზნად ისახავდა პარტნიორული ურთიერთობების ხელშეწყობას გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში.

სემინარში მონაწილეობა მიიღო ევროპის 11 ქვეყნის 46 უნივერსიტეტისა და საქართველოს 44 უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა უცხოელ კოლეგებთან ერთად,  საგანმანათლებლო სფეროში, თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

Erasmus+ ევროკავშირის პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და ევროპის ქვეყნების თანამშრომლობას უმაღლესი განათლების მიმართულებით.

ორდღიანი ღონისძიება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Erasmus + საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით გაიმართა.