სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს 6 წლით ხელახალი ავტორიზაცია მიენიჭა
4 ოქტომბერი 2019

2 ოქტომბერს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს 6 წლით მიანიჭა ავტორიზაცია. ავტორიზაციის მოქმედების ვადა 2025 წლის 10 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.  ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა პირველი ავტორიზაცია (ინსტიტუციური შეფასება) 2013 წელს გაიარა.

ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი უნივერსიტეტში 2019 წლის 2-4 ივლისს განხორციელდა.