სიახლეები

პოტსდამის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა
27 ოქტომბერი 2018

მედიცინის სკოლის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ პოტსდამის უნივერსიტეტის მედიცინისა და სპორტის მეცნიერებათა დეპარტამენტში. შეხვედრა მიზნად ისახავდა ერთობლივი პროექტების დაგეგმვას. ვიზიტის ფარგლებში ასევე ჩატარდა „შემოდგომის საერთაშორისო სკოლის“ სესიები მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ მოწვეული პროფესორები, მათ შორის - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი ხათუნა საგანელიძე. შემოდგომის სკოლის მონაწილეებს  შორის იყო ასევე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დოქტორანტი ლანა ბოკუჩავა.

ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები: პროფ. ფრენკ მაიერი (პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია), პროფ. ალონ კალრონი (თელავივის უნივერსიტეტი, ისრაელი), პროფ. კორნელია კულიგი (სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი, აშშ), პროფ. გრეგ ბაშფორდი (ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტი, აშშ) და პროფ. ხათუნა საგანელიძე (ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, საქართველო) შეთანხმდნენ ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე. მეორე კოლაბორაციული შეხვედრა დაიგეგმა საქართველოში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში.

მედიცინის სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი პოტსდამის უნივესიტეტის მედიცინისა და სპორტის მეცნიერებათა დეპარტამენტში განხორციელდა KoUP თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით. მისი მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება.