სიახლეები

პროფესორ გაგა გაბრიჩიძის მიმართულებას ჟან მონეს კათედრის სტატუსი მიენიჭა
7 აგვისტო 2019

პროფესორ გაგა გაბრიჩიძის მიმართულებას ჟან მონეს კათედრის სტატუსი მიენიჭა. 

კათედრის მიზანია საქართველოში ევროპის კავშირის სამართლის კვლევების მხარდაჭერა. მიღებული დაფინანსება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო გაზარდოს ევროპის კავშირის სამართლის სწავლებისა და კვლევის მასშტაბები, ორგანიზება გაუწიოს ახალ ინიციატივებს და უზრუნველყოს შუალედური კვლევების პუბლიკაცია.

ჟან მონეს კათედრების მინიჭება ხდება ჟან მონეს პროგრამის ფარგლებში, გლობალური კონკურსის შედეგების საფუძველზე.