სიახლეები

სადოქტორო დისერტაციის პირველი დაცვა
8 სექტემბერი 2018

7 სექტემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში პირველი სადისერტაციო ნაშრომის დაცვა ჩატარდა. კობა შანავამ დაიცვა ნაშრომი თემაზე „პრე და პოსტკონდიცირების მოდელის ეფექტურობის განსაზღვრა შექმნილი პნევმოპერიტონეუმის დროს.“

სადოქტორო ნაშრომის ექპერიმენტული ნაწილი შესრულებულია უნგრეთში, პეჩის უნივერსიტეტის ქირურგიული დეპარტამენტის ბაზაზე. კვლევამ ცხადყო, რომ პოსტკონდიცირების მოდელს შესაძლებელია ჰქონდეს პნევმოპერიტონეუმით გამოწვეული ოქსიდაციური დაზიანების შემცირების ეფექტი.

კვლევის შედეგები ასევე გამოქვეყნდა: ინტერვენციული მედიცინა და გამოყენებითი მეცნიერებისა (Interventional Medicine and Applied Science) და ქირურგიისა და ტრანსპლანტაციის ბრიტანულ ჟურნალში (British Journal of Surgery and Transplantation Proceedings).

ნაშრომში აღწერილი მოდელი და მიღებული შედეგები კლინიკაში ტრანსლაციის სამეცნიერო საფუძველია, რაც სამომავლოდ ლაპარასკოპიულ ქირურგიაში კლინიკური კვლევების გაგრძელების საშუალებას იძლევა.