სიახლეები

თანამშრომლობის მემორანდუმი კიოტოს მედიცინის მეცნიერებების კოლეჯთან
4 ივნისი 2018

4 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და კიოტოს მედიცინის მეცნიერებების კოლეჯს შორის (იაპონია) ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, დავით კერესელიძემ და კიოტოს კოლეჯის პრეზიდენტმა, კეიგო ენდომ მოაწერეს ხელი.

მხარეებმა აიღეს ვალდებულება გამოიკვლიონ თანამშრომლობის შესაძლებლობები, რათა ხელი შეუწყონ ორმხრივად სასარგებლო საგანმანათლებლო და საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული სხვა პროექტების განხორციელებას.