სიახლეები

ვასილ სტუსის დონეცკის ეროვნული უნივერსიტეტის გარე შეფასება
5 აპრილი 2019

3-4 აპრილს, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ დავით კერესელიძემ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „ახალი მართლმსაჯულების პროგრამის“ ფარგლებში, ვასილ სტუსის დონეცკის ეროვნული უნივერსიტეტის გარე შეფასება განახორციელა. ღონისძიებაში მან მონაწილეობა მიიღო იურიდიული განათლების საერთაშორისო პრო ბონო ექსპერტის სტატუსით.

ვასილ სტუსის დონეცკის ეროვნული უნივერსიტეტის მხარდაჭერას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, ვინაიდან ის დევნილობაში მყოფი უნივერსიტეტია, რომელიც ისწრავფის ხელახლა განსაზღვროს თავისი ადგილი საზოგადოებაში. იგი, ერთი მხრივ, ინსტიტუციური ხიდია დონეცკის რეგიონთან, ანუ მოწოდებულია შეინარჩუნოს კავშირი და გაუფრთხილდეს საუნივერსიტეტო საზოგადოებაში თავის ფესვებთან დაბრუნების იდეას. მეორე მხრივ, ის ცდილობს წვლილი შეიტანოს ვინიცის რეგიონში უნივერსიტეტის ხელშემწყობი გარემოს განვითარებაში.