სიახლეები

ზამთრის სკოლა ქალის ჯანმრთელობის შესახებ
4 თებერვალი 2019

1-2 თებერვალს, გუდაურში ჩატარდა ზამთრის სკოლა ქალის ჯანმრთელობის შესახებ უკრაინის კოლპოსკოპიისა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის ასოციაციის, უკრაინის გინეკოლოგიური ენდოკრინელოგიის საზოგადოების, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფისა და საქართველოს კიბოს ეროვნული ცენტრის ორგანიზებით.

ზამთრის სკოლა დაეთმო ქალის ჯანმრთელობის ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ჰორმონალური კორექცია, კიბოს რისკი და პრევენცია. მასში მონაწილეობდნენ ქართველი და უკრაინელი ექიმები და ჯანდაცვის სპეციალისტები, მათ შორის - ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის აღმასრულებელი დირექტორი ლიანა ჭუმბურიძე და ონკოგინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაზა ციციშვილი. ისინი დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარდგნენ.