მაჰმუდ ჰაფეზი

მაჰმუდ ჰაფეზი
პროფესორი ორთოპედიულ ქირურგიაში
მედიცინა

მაჰმუდ ჰაფეზს მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი ლიდსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მიერ. ის არის ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) ჰოსპიტლის ქირურგი-ორთოპედი. იგი ფლობს ორთოპედიული ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების ექსპერტის დიპლომს (SICOT) (ბელგია). ის არის ამერიკის ქირურგთა კოლეჯის მწვავე ტრავმის მართვის (ATLS) კურსის ინსტრუქტორი; ორთოპედ-ქირურგთა მსოფლიო ქსელის საგანმანათლებლო კურსების (AO-Recon) ტრენერი (AO ფონდი) (დავოსი, შვეიცარია); კომპიუტერიზებული ორთოპედიული ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (CAOS) აღმასრულებელი კომიტეტის წევრი (გლაზგო, დიდი ბრიტანეთი); გამომგონებელთა საერთაშორისო ასოციაციის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი (ჟენევა, შვეიცარია); ეგვიპტის ართროპლასტიკის საზოგადოების მთავარი მკვლევარი; 3D წარმოების (SAMA) ექსპერტთა კომიტეტის წევრი (შანხაი, ჩინეთი). პროფ.ჰაფეზი არის რამდენიმე ჟურნალისა და ინსტიტუტის სარედაქციო საბჭოს წევრი; ამერიკის ტრავმის ასოციაციის საბჭოს წევრი და ექსვიცეპრეზიდენტი (აშშ). ასევე ეგვიპტის ძვალ-კუნთოვანი სისტემის კვლევის ასოციაციის დამფუძნებელი, პაციენტ-სპეციფიური ინსტრუმენტების და ძვლის იმპლანტების 10 პატენტის მფლობელი. ის არის არაერთი  საერთაშორისო გრანტის ხელმძღვანელი და თანახელმძღვანელი, მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.