Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

2020 წლის კვლევითი პროექტების კონკურსი
3 დეკ 2019

I. მიზანიაკადემიური პერსონალის ჩართულობის წახალისება საზოგადოებაზე ორიენტირებულ კვლევებში

II. პროექტის წარდგენისა და დაფინანსების პირობები :

  1. კვლევითი პროექტის წარმდგენი უნდა იყოს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი;
  2. პრიორიტეტულია პროექტში საზოგადოებრივად სასარგებლო კომპონენტის წარმოჩენა და კვლევის შედეგების გასაჯაროებისა თუ გავრცელების გეგმის არსებობა (მათ შორის გამოქვეყნების სავარაუდო შესაძლებლობის მითითება);
  3. უპირატესობად ჩაითვლება თანადაფინანსების არსებობა და საერთაშორისო კვლევითი კლასტერის ჩამოყალიბების შესაძლებლობა;
  4. პრიორიტეტულია განსახორციელებელ კვლევაში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტთა/სტუდენტთა ჩართულობა;
  5. ნებისმიერი ლიცენზია თუ მოპოვებული უფლება, ისევე როგორც უნივერსიტეტის გრანტით შეძენილი ქონება იქნება უნივერსიტეტის საკუთრება როგორც პროექტის მსვლელობის, ისე მისი დასრულების შემდეგ.

პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 25 იანვარი. შევსებული განაცხადის ფორმა გამოგზავნეთ  ელ_ფოსტაზე: rc@newvision.ge

2020 საგრანტო პროექტის განაცხადის ფორმა

2020 საგრანტო პროექტის ბიუჯეტის ფორმა