Join nvu community in combating covid-19

სიახლეები - ბიზნესი და IT

ამერ ალ-რავასის საჯარო ლექცია - „ემოციური ლიდერობა“

22 მაი 2019
21 მაისს, გაიმართა უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლის დეკანის ამერ ალ-რავასის საჯარო ლექცია თემაზე - „ემოციური ლიდერობა“.
მეტი

ამერ ალ რავასის ლექცია - „ანტრეპრენიორული აზროვნება“

12 დეკემბერი 2018
ამერ ალ რავასმა, უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ახალმა დეკანმა, ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - „ანტრეპრენიორული აზროვნება“.
მეტი

ელიზაბეტ და თომას ბელენჩიას პრეზენტაცია მეწარმეობისა და ბიზნესის პრაქტიკის შესახებ

18 სექ 2018
ელიზაბეტ და თომას ბელენჩიას პრეზენტაცია მეწარმეობისა და ბიზნესის პრაქტიკის შესახებ ტარდება პარასკევს, 21 სექტემბერს, 18 საათზე. 
მეტი

ჯონ კინგის ვორქშოპი - „ლიდერობის ხელოვნება, საკუთარი ტომის ფორმირება“

28 აპრ 2018
2 მაისს, ჯონ კინგი, გამორჩეული სპიკერი და საეტაპო წიგნის - The Coaching Revolution-ის თანაავტორი გაძლევთ შესაძლებლობას ეზიაროთ „ტომის ლიდერობის ხელოვნებას". 
მეტი

ახლო აღმოსავლეთის ლიდერობის აკადემიის თავმჯდომარის დოქტორ ამერ ალ რავასის საჯარო ლექციები

14 აპრ 2018
დოქტორ ამერ ალ რავასმა, ახლო აღმოსავლეთის ლიდერობის აკადემიის თავმჯდომარემ, საჯარო ლექციები ჩაატარა ლიდერობისა და განათლებაში ხელოვნური ინტექლექტის მნიშვნელობის შესახებ. 
მეტი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის

20 აპრ 2017
20 აპრილს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მეტი

სამუშაო ვიზიტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში

28 თებ 2017
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორები და სტუდენტები სამუშაო ვიზიტით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში იმყოფებოდნენ.
მეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ ახალი დეკანი აირჩია

18 ოქტ 2016
17 ოქტომბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბჭომ დეკანად მაკა კუჭავა აირჩია. მაკა კუჭავა ფართო გამოცდილების პროფესიონალია საგანმანათლებლო და ბიზნეს პროექტების მართვის სფეროში ევროპის, შუა აზიისა და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების მასშტაბით.
მეტი

ლექციების საზაფხულო ციკლი საგადასახადო სამართლის აქტუალურ საკითხებზე

8 ივნ 2016
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს იწვევს ლექციათა საზაფხულო ციკლზე, რომელიც მიეძღვნება გადასახადებთან დაკავშირებულ ყველაზე აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს.  
მეტი

სემინარი საგადასახადო სამართალში: მოგების გადასახადის ახალი მოდელი

16 მაი 2016
13-14 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი მოგების ახალი მოდელის შესახებ, რომელსაც  უძღვებოდა რუსლან ახალაია, საერთაშორისო კომპანიის Dechert LLP უფროსი იურისტი.
მეტი

საჯარო ლექციები ბიზნესის სკოლის სტუდენტებისათვის

20 აპრ 2016
22 აპრილს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში საჯარო ლექციები გაიმართება. ლექციები აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ჩატარდება და განკუთვნილია ბიზნესის სკოლის სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის. 
მეტი

სემინარი საგადასახადო სამართალში: მოგების გადასახადის ახალი მოდელი

13 აპრ 2016
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს იწვევს ორდღიან სემინარზე, რომელიც მოგების გადასახადის ახალ მოდელს მიეძღვნება. სემინარზე განხილული იქნება მოგების გადასახადის ახალი სისტემის (რომელიც სავარაუდოდ 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება) ყველა არსებითი ელემენტი.
მეტი

მაიკროსოფტის ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისათვის

24 ოქტ 2015
2015 წლის ოქტომბერში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა კომპანია მაიკროსოფტის პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირება განახორციელა. გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ისარგებლებენ მაიკროსოფტის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით, ტექნოლოგიებით და მომსახურებით. კომპანიას გააჩნია სპეციალური სალიცენზიო პირობები საგანმანათლებო ინსტიტუციებისთვის.
მეტი

ტრენინგი მომსახურების უნარ-ჩვევებში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში

9 მაი 2015
7-8 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა ტრენინგი თემაზე "მომსახურების უნარ-ჩვევები, სერვის+".ტრენინგი იმ პირებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, საქართველოში სტუმრების მიღების საორგანიზაციო ჯგუფში არიან ჩართული.ღონისძიებაში სულ მონაწილეობა ასამდე მოხალისემ მიიღო. ტრენინგის დასასრულს მათ სერტიფიკატები გადაეცათ. 
მეტი

საჯარო ლექცია თემაზე "სასაქონლო ნიშნების დაცვა საქართველოსა და გერმანიაში"

24 აპრ 2015
28 აპრილს, 18:00-ზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „სასაქონლო ნიშნების დაცვა საქართველოსა და გერმანიაში - შედარებითსამართლებრივი ანალიზი“.ლექციას, გაუძღვება ნინო ბახტაძე, LL.M. Eur., სამართლის დოქტორი (კიოლნის უნივერსიტეტი, გერმანია), საქართველოს რეგისტრირებული პატენტრწმუნებული, ინტელექტუალური საკუთრებისა და სადაზღვევო სამართლის სფეროში საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილებით.ლექციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოსა და გერმანიაში სასაქონლო ნიშნების დაცვის შედარებითსამართლებრივი ანალიზი (მოკლე მიმოხილვა) და რეკომენდაციები საქართველოში სასაქონლო ნიშნების დაცვასთან დაკავშირებით გერმანიის მაგალითზე. შეხვედრის ბოლოს ასევე გაიმართება ნინო ბახტაძის წიგნის "Markenschutz in Georgien und Deutschland" პრეზენტაცია.საჯარო ლექცია განკუთვნილია სამართლის სკოლების სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის. დასწრება თავისუფალია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. სარეგისტრაციო ფორმა
მეტი

ეფექტური კომუნიკაციის ლექციათა კურსი

16 თებ 2015
2015 წლის 14 მარტს, 12 საათზე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში იწყება დებატების კლუბის ფორმატით გათვალისწინებული „ეფექტური კომუნიკაციის“ ლექციათა კურსი.კურსის მიზანია, მსმენელებს შეასწავლოს ეფექტური კომუნიკაციისათვის აუცილებელი ძირითადი პრინციპები, განუვითაროს მათ აზრის ლოგიკურად ჩამოყალიბებისა და მკაფიო გზავნილის ფორმირების უნარი, სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით. მსმენელები შეისწავლიან როგორც ვერბალურ, ისე არავერბალურ გადმოცემის უნარს, აუდიტორიაში დადებითი და უარყოფითი ემოციების გამოწვევის ტექნიკას, რაც  კომუნიკაციაში მსმენელთა აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს. ეფექტური კომუნიკაციის კურსის დასკვნითი ნაწილია დებატები, რომლის მიზანი ოპონენტთან კონსენსუსის მიღწევა ან მისი დამარცხებაა.კურსში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს:სარეგისტრაციო ფორმა აბიტურიენტებისათვის სარეგისტრაციო ფორმა სტუდენტებისათვისკურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 მარტი, 2015
მეტი

ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორი

14 იან 2015
„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტში ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორი დაფუძნდა.ინკუბატორი მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, რეგიონის კონკურენტული უპირატესობების იდენტიფიცირებასა და განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.ინკუბატორი ხელს შეუწყობს ახალი ბიზნეს ინიციატივების დანერგვას, სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმებას, ასევე უნივერსიტეტებს, კვლევით დაწესებულებებსა და ბიზნეს საზოგადოებას შორის არსებული კავშირების გამყარებას.
მეტი