Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

ბიზნესის სკოლის ახალი დეკანი
10 დეკ 2018

10 დეკემბერს, ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლის საბჭომ დეკანად პროფესორი ამერ ალ რავასი აირჩია.

ამერ ალ რავასი ახლო აღმოსავლეთის ლიდერობის აკადემიის თავმჯდომარე და გამორჩეული ბიზნესლიდერია. იგი სხვადასხვა დროს იყო ომანის სატელეკომუნიკაციო კომპანია SAOG-ის აღმასრულებელი დირექტორი, მობილური კომუნიკაციების კომპანია „ომან მობაილის“ მმართველი დირექტორი და კომპანია „ომანტელის“ აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი. ამერ ალ რავასს დოქტორის ხარისხი მიანიჭა სასექსის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტმა ხელოვნურ ინტელექტზე განხორციელებულ კვლევაში.