Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორი
14 იანვარი 2015

„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტში ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორი დაფუძნდა.

ინკუბატორი მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, რეგიონის კონკურენტული უპირატესობების იდენტიფიცირებასა და განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ინკუბატორი ხელს შეუწყობს ახალი ბიზნეს ინიციატივების დანერგვას, სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმებას, ასევე უნივერსიტეტებს, კვლევით დაწესებულებებსა და ბიზნეს საზოგადოებას შორის არსებული კავშირების გამყარებას.