Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

ელიზაბეტ და თომას ბელენჩიას პრეზენტაცია მეწარმეობისა და ბიზნესის პრაქტიკის შესახებ
18 სექტემბერი 2018

ელიზაბეტ და თომას ბელენჩიას პრეზენტაცია მეწარმეობისა და ბიზნესის პრაქტიკის შესახებ ტარდება პარასკევს, 21 სექტემბერს, 18 საათზე (ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკოკამპუსი, 316-ე აუდიტორია).

1994 წლიდან თომასი მუშაობს ადვოკატად ქალაქ სპარტანბურგში (სამხრეთ კაროლინა) ბიზნეს პრაქტიკაზე ორიენტაციით. თომასის იურიდიულმა ფირმამ 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელს შეუწყო ხელი სამხრეთ კაროლინაში ბიზნესის წარმოებაში. იგი 12 წლის განმავლობაში მართავდა ბამბის, ბრინჯისა და სოიოს მეურნეობას მისისიპიში, ხოლო შემდგომ დაასრულა ემორის სამართლის სკოლა ატლანტაში, ჯორჯიის შტატში. ის არის სამხრეთ კაროლინასა და ჩრდილოეთ კაროლინას საადვოკატო ასოციაციის წევრი (მისი ვებგვერდია: www.abizlaw.com).

ელიზაბეთის სპეციალიზაციაა უძრავი ქონება საერთაშორისო კორპორაციებისთვის, იგი იყო გაეროს წარმომადგენელი საერთაშორისო უძრავი ქონების სფეროში 18 წლის განმავლობაში, მათ შორის UNECE-ის უძრავი ქონების ბაზრის მრჩეველთა ჯგუფის წევრი. დაჯილდოებულია საერთაშორისო უძრავი ქონების ფედერაციის (FIABCI) მედლით (მისი ვებგვერდია: www.cpcindustrial.com).

რეგისტრაცია