Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

იშვიათი დაავადებების საერთაშორისო დღე
26 თებერვალი 2020

29 თებერვალს, 16:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი და გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ოლეგ ქვლივიძე ატარებს იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციას.

თებერვლის ბოლო დღე მსოფლიოში იშვიათ დაავადებათა დღედ არის გამოცხადებული. პირველად ეს დღე აღინიშნა 2008 წელს ევროპის იშვიათ დაავადებათა ორგანიზაციის (EURORDIS) და ნაციონალური ალიანსების საბჭოს (CNA) მიერ. დღეისთვის ამ თარიღს მსოფლიოს უკვე 70 ქვეყანაში აღნიშნავენ. საქართველოში მსგავსი ღონისძიება პირველად 2010 წელს ჩატარდა. გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი არის ამ დღის  აღნიშვნის მსოფლიო კამპანიის ოფიციალური პარტნიორი სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან.

2020 წლის იშვიათი დაავადებების დღისადმი მიძღვნილი კამპანიის სლოგანია „ჩვენ ვართ 300 მილიონი“.

იშვიათი დაავადების მქონე ადამიანები ევროპის მოსახლეობის 6-8%-ს წარმოადგენენ. მშოფლიოში 4000-დან 7000-დე იშვიათი დაავადება არსებობს.

იშვიათი დაავადების ეროვნული დეფინიცია:

  1. სიხშირე პოპულაციაში 2 000 მოსახლიდან 1–ზე ნაკლებია;
  2. სიცოცხლისათვის საშიშია ან იწვევს შეზღუდული შესაძლებლობების ფორმირებას;
  3. ახასიათებს ქრონიკული, ხშირად მძიმე მიმდინარეობა;
  4. რადიკალური განკურნების მეთოდი დღესდღეობით არ არსებობს