Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

იურიდიული დახმარების ცენტრის პრეზენტაცია
25 ივნისი 2020

2020 წლის 19 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა, ცენტრის მიერ ბოლო 1 წლის განმავლობაში წარმოებული, საინტერესო და პრეცედენტული საქმეების შესახებ ონლაინ პრეზენტაცია გამართეს. 

იურიდიული დახმარების ცენტრის პრაქტიკანტებმა სამი სასამართლო გადაწყვეტილება მიმოიხილეს: პირველი საქმე ორ სამედიცინო დაწესებულებას შორის არსებულ სახელშეკრულებო დავას ეხებოდა ე.წ. „პაციენტების გაგზავნის“ საკითხთან დაკავშირებით; მეორე საქმე გახლდათ საგადასახადო დავა, რომელზეც სასამართლომ საინტერესო განმარტება გააკეთა ქონების გადასახადის დარიცხვასთან დაკავშირებით; რაც შეეხება მესამე სასამართლო გადაწყვეტილებას, იგი ერთ-ერთი სამინისტროს მიერ ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას შეეხებოდა. 

ონლაინ პრეზენტაციის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/watch/?v=354238312209803.