Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

ჯონ კინგის ვორქშოპი - „ლიდერობის ხელოვნება, საკუთარი ტომის ფორმირება“
28 აპრილი 2018

2 მაისს, ჯონ კინგი, გამორჩეული სპიკერი და საეტაპო წიგნის - The Coaching Revolution-ის თანაავტორი გაძლევთ შესაძლებლობას ეზიაროთ „ტომის ლიდერობის ხელოვნებას" - ინტერპერსონალური კომუნიკაციისა და ორგანიზაციათა სტრუქტურის თავისებურებებს.

ღონისძიება განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გუნდის ქცევის ბაზისის - „რატომ“-ის და ინდივიდის თუ პროექტის წარმატების მექანიზმის - „როგორ“-ის შემეცნება.

„ლიდერობის ხელოვნება, საკუთარი ტომის ფორმირება“ ტომის ლიდერობის ხელოვნების შემეცნებითი ვორქშოფია სიღრმისეული მოსმენითა და ეფექტიანი კომუნიკაციის მეშვეობით. მასტერკლასი მათთვისაა, ვისაც არ ეშინია ეჭვქვეშ დააყენოს საკუთარი წარმოდგენები ინდივიდის, ჯგუფისა და საზოგადოების შესახებ. ეს დინამიკური, უშუალო და ცოცხალი დიალოგია აქტიური და ცნობისმოყვარე ლიდერებისათვის.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ დღის წესრიგი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 29 აპრილი, 18:00