Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

ლექციების საზაფხულო ციკლი საგადასახადო სამართლის აქტუალურ საკითხებზე
8 ივნისი 2016

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს იწვევს ლექციათა საზაფხულო ციკლზე, რომელიც მიეძღვნება გადასახადებთან დაკავშირებულ ყველაზე აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს.  

კურსის მსვლელობისას განიხილება შემდეგი საკითხები:

  • უსასყიდლო მიწოდება;

  • ძირითადი საშუალებების მიხედვით დღგ-ის ჩათვლა;

  • ბარტერული ოპერაციების დაბეგვრა;

  • კორპორატიული ოპერაციები;

  • რემონტის ხარჯები;

  • საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის დაბეგვრა დღგ-ით;

  • კურსთა შორის სხვაობის საგადასახადო შედეგები;

  • აქტივების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

  • გრძელვადიანი კონტრაქტი;

  • ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი;

ზემოაღნიშნულ საკითხებზე საგადასახადო კოდექსი მოიცავს გარკვეულ რეგულაციებს. თუმცა, ამ რეგულაციების პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელებსაც ამის გამო ხშირად ექმნებათ პრობლემები. კურსის მიზანია, სწორედ ამ პრობლემური საკითხების განხილვა და არსებული პრაქტიკის მიმოხილვა. ამრიგად, ლექციათა ციკლის ფარგლებში, საგადასახადო კოდექსის ნორმებთან ერთად განხილული იქნება შემოსავლების სამსახურის პრაქტიკა და მის მიერ გამოცემული ცალკეული განმარტებები.

ლექციებს გაუძღვებიან:

რუსლან ახალაია, საერთაშორისო იურიდიული კომპანია Dechert LLP-ის უფროსი იურისტი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

ლაშა თუთბერიძე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების მთავარი სამმართველოს უფროსი.

გელა ბარშოვი,  აუდიტის დეპარტამენტის „ტრანსფერ ფრაისინგის“ განყოფილების მთავარი აუდიტორი.

რეგისტრაცია: ლექციებში მონაწილეობისთვის სავალდებულოა წინასწარი ონლაინ-რეგისტრაცია არაუგვიანეს 2016 წლის 29 ივნისისა. კურსი შედგება არანაკლებ 10 მონაწილის რეგისტრაციის შემთხვევაში.

კურსის ჩატარების დრო და ადგილი: ლექციები დაიწყება 2016 წლის 1 ივლისს, მოიცავს 6 შეხვედრა და დასრულდება არაუგვიანეს 15 ივლისისა. კვირის განმავლობაში გაიმართება სამი შეხვედრა: სამუშაო დღეებში საღამოს საათებში (არაუადრეს 19:00 საათისა), ხოლო შაბათს - დღის საათებში.

მის.: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი (მიქელაძის 1ა, დიღმის მე-6 კვ, თბილისი).

მონაწილეობის საფასური: 350ლ. (გადახდის მოქნილი გრაფიკი).

სერტიფიკატი: კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა მონაწილე დაესწროს კურსის მინიმუმ 75%-ს.

 

საკონტაქტო პირი: ზინაიდა ჩხაიძე

ტელ.: 555 627 527

ელ.ფოსტა: zchkhaidze@newvision.ge

www.newvision.ge