Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

მაიკროსოფტის ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისათვის
24 ოქტომბერი 2015

2015 წლის ოქტომბერში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა კომპანია მაიკროსოფტის პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირება განახორციელა. გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ისარგებლებენ მაიკროსოფტის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით, ტექნოლოგიებით და მომსახურებით. კომპანიას გააჩნია სპეციალური სალიცენზიო პირობები საგანმანათლებო ინსტიტუციებისთვის.

უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს და მასწავლებელს საშუალება აქვს თავისი პირადი კომპიუტერისთვის, პლანშეტური მოწყობილობისა და სმარტფონისთვის მიიღოს უახლესი საოფისე პროგრამები და სივრცე მაიკროსოფტის ქლაუდგამოთვლების სივრცეში. ხელშეკრულების ფარგლებში ასევე ხელმისაწვდომია დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფა (Microsoft SQL, Visual Studio, და ა.შ.) და ქლაუდსერვისები (Azure, Office 365) ბიზნესისა და IT მიმართულების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის.

მაიკროსოფტის პროგრამული სისტემების და სერვისების გამოყენებით ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს საშუალება ეძლევა დანერგოს დამატებითი სასწავლო პროგრამები, მათ შორის, ბიზნეს პროგრამული სისტემების სწავლების მიმართულებით. ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი მიიღებენ წვდომას E-Learning რესურსებზე და მათთვის ხელმისაწვდომი გახდება პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე სრული ფუნქციონალი Windows Enterprise-ის ჩათვლით.

ხელშეკრულების თავისებურებიდან გამომდინარე განახლებების გამოსვლისას უნივერსიტეტი იღებს ტექნოლოგიების უახლეს ვერსიებს, ხოლო IT-პერსონალს საშუალება ეძლევა განახორციელოს IT-ინფრასტრუქტურის ცენტრალიზებული მართვა, მონიტორინგი, ინვენტარიზაცია და დანერგვა.

ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით უნივერსიტეტს საქართველოში მაიკროსოფტის ოფისის წარმომადგენლები, შოთა მურცხვალაძე და ქეთევან თათოშვილ ესტუმრნენ.

დადებული ხელშეკრულება უნივერსიტეტის მიერ წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო პოლიტიკის მხარდასაჭერად.