სიახლეები

მემორანდუმი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდთან
26 მარტი 2020

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლასა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტების და კვლევების განხორციელებას, სამეცნიერო-კვლევითი პერსონალის პროფესიულ გაძლიერებას და სკოლის სტუდენტების აქტიურ ჩართულობას მხარეების მიერ ერთობლივად განხორციელებულ პროექტებსა და აქტივობებში. ასევე, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკა გაიარონ ფონდის ბაზაზე.