Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ ახალი დეკანი აირჩია
18 ოქტომბერი 2016

17 ოქტომბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბჭომ დეკანად მაკა კუჭავა აირჩია. მაკა კუჭავა ფართო გამოცდილების პროფესიონალია საგანმანათლებლო და ბიზნეს პროექტების მართვის სფეროში ევროპის, შუა აზიისა და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების მასშტაბით. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო დიდ ბრიტანეთში. ლონდონის ეკონომიკის სკოლამ მას სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიანიჭა ჯანდაცვის პოლიტიკის, დაგეგმვისა და ფინანსების მიმართულებით, ხოლო უელსის უნივერსიტეტმა - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

ბიზნესის განვითარების სპეციალიზაცია და კომპლექსური ბიზნეს ამოცანების გადაჭრის გამოცდილება მულტიკულტურულ გარემოში, მას ხელს შეუყობს ბიზნესის სკოლის წინაშე არსებული ამოცანების გადაჭრაში.