Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი გრაცის უნივერსიტეტში სამეცნიერო სემინარზე მოხსენებით წარსდგა
3 დეკ 2019

28 ნოემბერს, გრაცის (ავსტრია) უნივერსიტეტის „რუსეთის,აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის სასწავლო ცენტრის“  ორგანიზებით ჩატარდა სამეცნიერო სემინარი სახელწოდებით „არაღიარებული ერთეულები საერთაშორისო სამართლისა და ევროპის კავშირის სამართლის მიხედვით“. სემინარზე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა გაგა გაბრიჩიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე - „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამართლებრივ სისტემებში ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემები“.

ღონისძიების მიზანი იყო ევროპაში არაღიარებული ერთეულების სამართლებრივი სისტემების ფენომენთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული საკითხების განხილვა. სემინარში მონაწილეობდნენ საქართველოს, ავსტრიის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, რუსეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.