Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტები ანტვერპენის მედიცინის სტუდენტთა კონგრესზე
14 სექტემბერი 2019

9-14 სექტემბრს, ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში გამართულ მედიცინის სტუდენტთა კონგრესში უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტებმა ანა ადამიამ, თამთა ჭოლიკიძემ და მარიამ ნაცვლიშვილმა მიიღეს მონაწილეობა.

კონგრესის მიზანი ევროპის მასშტაბით მედიცინის სტუდენტთა მიერ დაგროვილი ცოდნისა და ჩატარებული კვლევების გაზიარება იყო. სხვადასხვა უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტს საშუალება ჰქონდა გასცნობოდა ბელგიის სამედიცინო პრაქტიკას, დასწრებოდა ლექციებს, რომელსაც ანტვერპენის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი საბჭოს წევრი პროფესორები უძღვებოდნენ.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სტუდენტების თამთა ჭოლიკიძისა და მარიამ ნაცვლიშვილის კონგრესზე წარდგენილ თეზისში განხილული იყო სკრინინგის მნიშვნელობა დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. მათ საკუთარი კვლევის შედეგები, რომელშიც 130 პაციენტი მონაწილეობდა, კონგრესის გახსნით ღონისძიებაზე გააცნეს აუდიტორიას.

ღონისძიებაზე საკუთარი თემით წარდგა ანა ადამიაც, რომლის  ნაშრომი სტუდენტებში აკადემიური მოსწრებისა და ძილის  კორელაციას შეეხებოდა.

სტუდენტების მონაწილეობა ანტვერპენის მედიცინის სტუდენტთა კონგრესში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ჩართულობითა და თანადაფინანსებით განხორციელდა.

ევროპის მედიცინის სტუდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონგრესი უკვე მეცამეტე წელია იმართება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მედიცინის სტუდენტების ორგანიზებით.