Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

ონლაინ გაცვლითი პროგრამა ალბა ბიზნეს სკოლასთან
8 მაისი 2020

სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ალბა ბიზნეს სკოლის (საბერძნეთის ამერიკული უნივერსიტეტი) ბიზნესის ადმინისტრირების სასწავლო პროგრამაში.

შერჩეულ კონკურსანტებს შეეძლებათ მათთვის სასურველი მაქსიმუმ სამი საგანი გაიარონ პარტნიორ დაწესებულებაში. სტუდენტებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის არ ეკისრებათ დამატებითი გადასახადი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა 2020 წლის 13 მაისამდე უნდა გამოაგზავნონ თავიანთი რეზუმე (CV) და სამოტივაციო წერილი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე - ir@newvision.ge