Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

საჯარო ლექცია ადამიანის უფლებების სამართლის კვირეულის ფარგლებში
3 დეკ 2019

3 დეკემბერს, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა საჯარო ლექციას უმასპინძლა თემაზე: „კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის მნიშვნელობა და მექანიზმები იძულებითი სააღსრულებო სამართალწარმოების განხორციელების პროცესში.“

შეხვედრის ფარგლებში მომხსენებლებმა მიმოიხილეს საკუთრების, როგორც ერთ-ერთი ძირითადი უფლების, დაცვის პრობლემები და აღნიშნულ უფლებაში ჩარევის ფარგლები იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისას. ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბავშვთა უფლებებზე, ალიმენტის კატეგორიის საქმეების აღსრულების კუთხით და შრომის უფლების დაცვის გარანტიებზე.

საჯარო ლექციის მომხსენებლები იყვნენ: თამარ ხუჯაძე,  ნიუ ვიჟენ  უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი; თამარ ტალახაძე,  ნიუ ვიჟენ  უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის უფროსი სპეციალისტი.