Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე "სასაქონლო ნიშნების დაცვა საქართველოსა და გერმანიაში"
24 აპრილი 2015

28 აპრილს, 18:00-ზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „სასაქონლო ნიშნების დაცვა საქართველოსა და გერმანიაში - შედარებითსამართლებრივი ანალიზი“.

ლექციას, გაუძღვება ნინო ბახტაძე, LL.M. Eur., სამართლის დოქტორი (კიოლნის უნივერსიტეტი, გერმანია), საქართველოს რეგისტრირებული პატენტრწმუნებული, ინტელექტუალური საკუთრებისა და სადაზღვევო სამართლის სფეროში საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილებით.

ლექციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოსა და გერმანიაში სასაქონლო ნიშნების დაცვის შედარებითსამართლებრივი ანალიზი (მოკლე მიმოხილვა) და რეკომენდაციები საქართველოში სასაქონლო ნიშნების დაცვასთან დაკავშირებით გერმანიის მაგალითზე. შეხვედრის ბოლოს ასევე გაიმართება ნინო ბახტაძის წიგნის "Markenschutz in Georgien und Deutschland" პრეზენტაცია.

საჯარო ლექცია განკუთვნილია სამართლის სკოლების სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის. დასწრება თავისუფალია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

 

სარეგისტრაციო ფორმა