Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

სამუშაო ვიზიტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში
28 თებერვალი 2017

28 თებერვალს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორები და სტუდენტები სამუშაო ვიზიტით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში იმყოფებოდნენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუდენტებს  ტექნოლოგიური პარკის, საინოვაციო ცენტრების, ინოვაციების ლაბორატორიის, სტარტაპაქსელერატორისა და ბიზნესინკუბატორის შექმნის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს. სამუშაო შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისა  და უნივერსიტეტში პრეაქსელერატორის დაარსების საკითხი დაისვა. პროგრამა სტუდენტებს შემოქმედებითი პოტენციალისა და ინოვაციური იდეების რეალიზებაში დაეხმარება.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ხელს უწყობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვას სხვადასხვა სფეროში. კერძოდ, აღნიშნული ცენტრი მიზნად ისახავს ფინანსური და ბიზნესსექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და ინოვაციური პროექტებისთვის სტარტაპდაფინანსების წახალისებას.