Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

სემინარი საგადასახადო სამართალში: მოგების გადასახადის ახალი მოდელი
16 მაისი 2016

13-14 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი მოგების ახალი მოდელის შესახებ, რომელსაც  უძღვებოდა რუსლან ახალაია, საერთაშორისო კომპანიის Dechert LLP უფროსი იურისტი. სემინარზე განხილულ იქნა მოგების გადასახადის ახალი სისტემის ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი: გადასახადის გადამხდელი, დაბეგვრის ობიექტი რეზიდენტი საწარმოებისათვის და მუდმივი დაწესებულებებისათვის, დაბეგვრის ბაზა, შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყნებში რეგისტრირებულ პირებისათვის და ფიზიკური პირებისათვის განხორციელებული გადახდების (სესხები, ავანსები, და სხვა) საგადასახადო მოპყრობა. მოგების გადასახადის ახალი სისტემა, სავარაუდოდ, 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. სემინარის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.