Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

სემინარი საგადასახადო სამართალში: მოგების გადასახადის ახალი მოდელი
13 აპრილი 2016

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს იწვევს ორდღიან სემინარზე, რომელიც მოგების გადასახადის ახალ მოდელს მიეძღვნება. სემინარზე განხილული იქნება მოგების გადასახადის ახალი სისტემის (რომელიც სავარაუდოდ 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება) ყველა არსებითი ელემენტი, მათ შორის: გადასახადის გადამხდელი, დაბეგვრის ობიექტი რეზიდენტი საწარმოებისათვის და მუდმივი დაწესებულებებისათვის, დაბეგვრის ბაზა, შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყნებში რეგისტრირებულ პირებისათვის და ფიზიკური პირებისათვის განხორციელებული გადახდების (სესხები, ავანსები, და სხვა) საგადასახადო მოპყრობა.

მომხსენებლის შესახებ: სემინარს გაუძღვება რუსლან ახალაია, საერთაშორისო იურიდიული კომპანია Dechert LLP უფროსი იურისტი. რუსლან ახალაიას სამუშაო გამოცდილება ფოკუსირებულია ეროვნულ და საერთაშორისო საგადასახადო სამართალზე. იყო საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ხელმძღვანელობდა წინასწარი გადაწყვეტილებების მიმღები სამუშაო ჯგუფს და იყო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო დავების განმხილველი საბჭოს წევრი. აქტიურად იყო ჩართული მოგების გადასახადის ახალი (ესტონური) მოდელის განხილვებში სხვადასხვა ასოციაციებში და საინიციატივო ჯგუფებში. ფლობს სამართლის მაგისტრის ხარისხს ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტიდან (ბელგია), და საგადასახადო სამართლის მაგისტრის ხარისხს მაასტრიხტის უნივერსიტეტიდან (ჰოლანდია). ამჟამად უძღვება საერთშორისო დაბეგვრის კურსს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

რეგისტრაცია: სემინარში მონაწილეობისათვის სავალდებულოა წინასწარი ონლაინ-რეგისტრაცია არა უგვიანეს 2016 წლის 30 აპრილისა. სემინარი შედგება არანაკლებ 20 მონაწილის რეგისტრაციის შემთხვევაში.

სემინარის ჩატარების დრო და ადგილი: 6-7 მაისი, 2016, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი (მიქელაძის 1ა, დიღმის მე-6 კვ, თბილისი).

მონაწილეობის საფასური: 135 ლ.

მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. დამატებით, მიღებული კრედიტები ჩაითვლება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობისათვის განსაზღვრულ წლიურ, სავალდებულო კრედიტ-საათებში.

საკონტაქტო პირი: ეკა ონიანი

ტელ.: 599 373 373

ელ.ფოსტა: eoniani@NewVision.ge