Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

თანამშრომლობა ლიეჟეს უნივერსიტეტთან
2 მაისი 2020

ლიეჟეს უნივერსიტეტსა (ბელგია) და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტების პროფესორების თანამშრომლობას სადოქტორო პროგრამების განხორციელებაში, მათ შორის დოქტორანტების თანახელმძღვანელობას. მხარეები გეგმავენ ერთობლივი კვლევითი პროექტების, სემინარებისა და ტრენინგების განხორციელებას.

მემორანდუმის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მოკლევადიან სასწავლო ვიზიტებშიც.