Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

ტრენინგი მომსახურების უნარ-ჩვევებში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში
9 მაისი 2015

7-8 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა ტრენინგი თემაზე "მომსახურების უნარ-ჩვევები, სერვის+".

ტრენინგი იმ პირებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, საქართველოში სტუმრების მიღების საორგანიზაციო ჯგუფში არიან ჩართული.

ღონისძიებაში სულ მონაწილეობა ასამდე მოხალისემ მიიღო. ტრენინგის დასასრულს მათ სერტიფიკატები გადაეცათ.