Join nvu community in combating covid-19

სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის
20 აპრილი 2017

20 აპრილს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დეკანმა მაკა კუჭავამ და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ.

მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში, რათა უნივერსიტეტში ადგილობრივი და საერთაშორისო სტარტაპებისათვის ამოქმედდეს პრეაქსელერატორის პროგრამა. თანამშრომლობის დამატებითი შესაძლებლობების გამოსაკვეთად სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა სკოლის ხელმძღვანელებს.