Join nvu community in combating covid-19

ანა ბუჩუკური

ანა ბუჩუკური
ასისტენტი კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით
სამართალი

ანა ბუჩუკურს სამართლის მაგისტრის ხარისხი, 2013 წელს, მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. იგი არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი და ლექტორი.

ანა ბუჩუკური სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. ასევე, იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი (ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე), შემდგომ ეკავა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობა. ამჟამად არის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი.

ანა ბუჩუკური გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული „მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის“ (FLEX) კურსდამთავრებული, რომლის ფარგლებშიც 2005-2006 წლებში სწავლობდა მასაჩუსეტსის შტატში, აშშ-ში.