Join nvu community in combating covid-19

დავით ათაბეგაშვილი

დავით ათაბეგაშვილი
ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით
სამართალი

დავით ათაბეგაშვილს მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი (PhD) ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ, ხოლო სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო და ტრანსნაციონალური სამართლის სპეციალიზაციით (LL.M) ჩიკაგო-კენტის სამართლის კოლეჯის (აშშ) მიერ, ასევე მაგისტრის აკადემიური ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. მას 2016 წელს გერმანიაში გავლილი აქვს ზაარლანდის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტის და ოზენჰაუზენის ევროპის აკადემიის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსი, ევროპის კავშირის სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, DAAD-ის დაფინანსებით. ხოლო 2018 წელს ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტის იოჰან სკიტის სახელობის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კურსი სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით, DESCnet-ის დაფინანსებით. დავით ათაბეგაშვილი არის ათამდე პუბლიკაციის და კვლევის ავტორი. იგი 2005 წლიდან საქმიანობს სხვადასხვა იურიდიულ კომპანიაში და კომერციულ ბანკში. 2007 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 2014-2018 წლებში იყო ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრში სტუდენტების სუპერვაიზერი. 2017 წელს ამავე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტი, ხოლო 2019 წლიდან არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით.