Join nvu community in combating covid-19

ეკა კაველიძე

ეკა კაველიძე
ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით
სამართალი

ეკა კაველიძეს მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის და სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ხოლო 2017 წელს ამავე უნივერსიტეტში - სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. იგი იკავებს აკადემიურ თანამდებობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში და ხელმძღვანელობს პრაქტიკული სამართლის კლინიკას (street law) სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე. ამავდროულად, ეკა კაველიძე არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერი ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. გარდა ამისა, მას ჩატარებული აქვს არაერთი ტრენინგი ადმინისტრაციულ და მუნიციპალურ სამართალში; გავლილი აქვს ათობით ტრენინგი/სემინარი; მონაწილეობა აქვს მიღებული კონსტიტუციური სამართლის შესახებ ჩატარებულ არაერთ კონფერენციაში როგორც მომხსენებლის, ასევე სამეცნიერო ხელმძღვანელის სტატუსით და არის რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი. ეკა კაველიძე არის სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ასევე, სამეცნიერო გამოცემების „თანამედროვე სამართლის ჟურნალის“ და „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების განყოფილებაში, სს „საქართველოს ბანკი“-ს იურიდიული დეპარტამენტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ჯგუფის იურისტად.