Join nvu community in combating covid-19

გიორგი ბრეგაძე

გიორგი ბრეგაძე
ასისტენტი ანგიოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

გიორგი ბრეგაძე ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს სისხლძარღვთა ქირურგიის სპეციალიზაციით. 1997-2012 წლებში მუშაობდა ნ. ბოხუას სახელობის ანგიოლოგიისა და  სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრში.

2013 წლიდან დღემდე  ხელმძღვანელობს „ნიუ ჰოსპიტალსის“ სისხლძარღვთა და მიკროქირურგიის დეპარტამენტს. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-კურსები იტალიაში, დანიაში, საფრანგეთში, სლოვენიაში, გერმანიასა და რუსეთში.  

2015-2018 წლებში გაიარა სტაჟირების კურსები ორჰუსის, მილანისა და ბორდოს საუნივერსიტეტო კლინიკებში. მონაწილეობა აქვს მიღებული ოცამდე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში. იგი გახლავთ საქართველოს და ევროპის სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის წევრი, ოცამდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.